მოვაწესრიგე საქაღალდე. შევუცვალე მას სახელი. გადავიტანე დრაივში. გავუზიარე სხვებს.
Sunday, December 7, 2014
Sunday, November 30, 2014
მოდული 7
დავასრულე მუშაობა პროექტის გეგმაზე. შევიტანე ინფორმაცია დიფერენცირებულ სწავლებაზე. მოვამზადე პრეზენტაციის შაბლონი მოსწავლეთათვის.
Thursday, November 27, 2014
მოდული 6
ვიმუშავე სასწავლო გეგმის შექმნაზე. შევავსე პროექტის გეგმის პუნქტები:შეფასების გეგმა, შეფასების მოკლე მონახაზი, საბაზისო უნარ-ჩვევები,სასწავლო თემისთვისსაჭირო მასალები, ბეჭვდითი მასალები, ინვენტარი.
Thursday, November 20, 2014
მოდული 5
ვიმუშავე ბლოგზე.დავამატე პრეზენტაცია ბლოგზე.დავამატე ფურცლები.შექმნილი დამატებითი ფურცლები გაჯეტის საშუალებით ჩავამატე. შევედი tbd- სახელმძღვანელოში და გავეცანი მოსწავლის პროექტის შეფასების კრიტერიუმებს. შემდეგ მოვარგე ჩემს მიერ შექმნილ პროექტს კრიტერიუმები. გადავიტანე დრაივში და შევინახე შეფასებების საქაღალდეში.
Sunday, November 16, 2014
მოდული 4
გავეცანი მოსწავლეების მიერ შექმნილ პრეზენტაციებს. დავაკოპირე საჭირო სურათები და ინფორმაცია. გავხსენი საპრეზენტაციო პროგრამა და შევქმენი მოსწავლის პრეზენტაცია. ავტვირთე დრაივში და შემდეგ ბლოგზე.
Thursday, November 13, 2014
მოდული 3
შევისწავლე ბლოგზე მუშაობა, დიზაინის შეცვლა, დასათაურება, შეცდომის გასწორება, ტექსტის ფორმისა და ზომის შეცვლა. ვიცწავლე როგორ დავამატო გაჯეტები და როგორ შევუცვალო მათ ადგილი. დავამატე გაჯეტები: პროექტებით სწავლება, ჩემს შესახებ, ბლოგის სტუმრები, ბლოგის არქივი, ინფორმაცია სტუმრების შესახწბ, სურათის დადება. შევქმენი საავტორო უფლებების შაბლონები და ინფორმაცია გადავიტანე gmail ფოსტის დისკზე.
Sunday, November 9, 2014
მოდული 2
განვსაზღვრე სტანდარტები და შევიმუშავე მიზნები სასწავლო პროექტებისთვის. განვიხილე და დავსვი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. განვიხილე შეფასების მეთოდები და სტრატეგიები.შევქმენი სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. დავხვეწე სტანდარტების, მიზნების და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები სასწავლო პროექტებისთვის.
Thursday, November 6, 2014
მოდული 1
გავეცანი ძირითადი კურსის მიზნებს და მოლოდინებს. შევქმენი პორტფოლიოში არსებული საქაღალდეები თითოეული მოდულის მასალების შესანახად. გავეცანი პროექტების გეგმების შაბლონებს, პორტფოლიოს რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს. შევქმენი ბუკლეტი და ბლოგი . გამოვიყენე ტექნოლოგიები.
Subscribe to:
Posts (Atom)